იყო შაშვი მგალობელი
რეჟისორი
ოთარ იოსელიანი
Georgia 1970
სინოფსისი
ოპერის თეატრის ორკესტრანტი გია, ერთი შეხედვით, ნიჭიერი, გულისხმიერი და საქმიანი კაცია – უამრავ ადამიანს იცნობს, ცდილობს ყველას დაეხმაროს, მუდამ სადღაც ეჩქარება, ვიღაცას რაღაცას პირდება — ძმა-ბიჭებს, გოგონებს, მოხუცებს, სტუმრებს, უცნობს თუ ნაცნობს, მაგრამ კვალს არსად ტოვებს, მნიშვნელოვანს არაფერს ქმნის. მოფუსფუსე ახალგაზრდის ცხოვრება უქმად, წვრილმანებში იხარჯება, ვერც საკუთარ თავს რგებს, ვერც სხვას. გიას სიკვდილიც ისეთივე უაზროა, როგორც მის მიერ დახარჯული ყოველი წუთი.
ავტორები
- რეჟისორი
- ოთარ იოსელიანი
- სცენარი
- ოთარ იოსელიანი, დიმიტრი ერისთავი, ოთარ მეხრიშვილი, შერმაზან ყაყიჩაშვილი
- ოპერატორი
- აბესალომ მაისურაძე
- მუსიკა
- თეიმურაზ ბაკურაძე
- მსახიობები
- გელა კანდელაკი, გოგი ჩხეიძე, ჯანსუღ კახიძე, ირინე ჯანდიერი, ჩიტო ლანდია, რობერტ სტურუა, გოგი მარგველაშვილი, ზურაბ ნიჟარაძე, კახი კავსაძე, ბორის წიფურია, მერაბ კოკოჩაშვილი, გოგი ხარაბაძე და ა.შ.