ყველას უყვარს ბილ ევანსი
რეჟისორი
გრანტ ჯი
ირლანდია, გაერთიანებული სამეფო 2026 102 წუთი
სინოფსისი
ნიუ-იორკი, 1961 წელი. ჯაზის პიანისტი ბილ ევანსი შემოქმედებითი აღმავლობის პიკშია. ის ტრიოსთან ერთად გამოდის, რომლის განსაკუთრებულ მუსიკალურ ურთიერთქმედებასაც Village Vanguard-ში გამართული ლეგენდარული რეზიდენტობის დროს გაკეთებული ჩანაწერები აღბეჭდავს. ამ ჩანაწერებიდან ათი დღის შემდეგ ევანსის ახლო მეგობარი და მუსიკალური თანამოაზრე, ბასისტი სკოტ ლაფარო, ავტოკატასტროფაში იღუპება. მწუხარებით განადგურებული ევანსი სცენას ტოვებს და იზოლაციაში, დამოკიდებულებასა და დუმილში იძირება. თანდათან სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მისი ურთიერთობები მშობლებთან, ძმასთან და პარტნიორთან, მაშინ როცა ის ცდილობს კვლავ დაუკავშირდეს როგორც ცხოვრებას, ისე მუსიკას. ფილმი არ გვთავაზობს მუსიკოსის ცხოვრების ტრადიციულ ბიოგრაფიულ მიმოხილვას. ის ამ გადამწყვეტ შეწყვეტაზე — ცხოვრებასა და შემოქმედებაში გაჩენილ წყვეტაზე — კონცენტრირდება და იკვლევს მწუხარებას, შემოქმედებითობას, დამოკიდებულებას და იმას, თუ რა ემართება ხელოვანს მაშინ, როდესაც მუსიკა მოულოდნელად ჩერდება.
გრანტ ჯი
გრანტ ჯი ბრიტანელი კინორეჟისორი, ფოტოგრაფი და კინემატოგრაფისტია, რომელიც 1964 წელს პლიმუთში დაიბადა. ფართო აღიარება მან თავდაპირველად მუსიკალური ვიდეოებით მოიპოვა, მათ შორის Radiohead-ის No Surprises-ით, ასევე დოკუმენტური ფილმით Meeting People Is Easy, რომელიც ჯგუფს OK Computer-ის ტურნეს განმავლობაში მიჰყვება.
მისმა შემდგომმა დოკუმენტურმა ფილმმა Joy Division კინოს საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის გრიერსონის ჯილდო მოიპოვა, ხოლო Patience (After Sebald) და Innocence of Memories ლიტერატურის, მეხსიერებისა და ლანდშაფტის ურთიერთკავშირს იკვლევს. Everybody Digs Bill Evans გრანტ ჯის პირველი მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმია და 2026 წლის ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისურისთვის ვერცხლის დათვი მოუტანა.
ჯის ნამუშევრებს ხშირად აერთიანებს მუსიკა, სივრცე, მეხსიერება და იმპრესიონისტული ვიზუალური თხრობა.
ავტორები
- რეჟისორი
- გრანტ ჯი
- სცენარი
- Mark O’Halloran, based on the novel Intermission by Owen Martell
- ოპერატორი
- Piers McGrail
- მონტაჟი
- Adam Biskupski
- მუსიკა
- Roger Goula
- მსახიობები
- Anders Danielsen Lie, Bill Pullman, Laurie Metcalf, Barry Ward, Valene Kane, Katie McGrath
- პროდიუსერები
- Janine Marmot, Alan Maher (Hot Property Films, Cowtown Pictures, Bona Fide Productions)