სამშობლო
რეჟისორი
პაველ პავლიკოვსკი
პოლონეთი, გერმანია, იტალია, საფრანგეთი 2026 82 წუთი
სინოფსისი
1949 წლის ზაფხულში ნობელიანტი მწერალი თომას მანი გერმანიაში პირველად ბრუნდება მას შემდეგ, რაც ქვეყანა თექვსმეტი წლის წინ დატოვა. ქალიშვილ ერიკასთან — მსახიობთან, მწერალთან და აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწესთან — ერთად შავი „ბიუიკით“ მიემგზავრება ამერიკელების მიერ კონტროლირებადი ფრანკფურტიდან საბჭოთა კონტროლის ქვეშ მყოფ ვაიმარში. ცივი ომით სულ უფრო მეტად გაყოფილ, განადგურებულ ქვეყანაში მამაშვილი ნაციზმისა და ომის მიერ დატოვებულ ფიზიკურ და მორალურ ნანგრევებს ხვდება. მოგზაურობა საკუთარ ოჯახში არსებულ დაძაბულობასაც ავლენს და თომასს აიძულებს დაუპირისპირდეს მიკუთვნებულობის, დანაშაულის, დევნილობისა და სამშობლოს წინაშე პასუხისმგებლობის კითხვებს — ქვეყნისას, რომლის ისტორიასაც ვერც გაექცევა და ვერც სრულად მიიღებს.
გალერეა
პაველ პავლიკოვსკი
პაველ პავლიკოვსკი პოლონელ-ბრიტანელი რეჟისორი და სცენარისტია. დაიბადა ვარშავაში, 1957 წელს. კარიერა ბრიტანული ტელევიზიისთვის დოკუმენტური ფილმების გადაღებით დაიწყო, შემდეგ კი მხატვრულ კინოში გადავიდა ნამუშევრებით „უკანასკნელი თავშესაფარი“ (2000) და „ჩემი სიყვარულის ზაფხული“ (2004). მისმა „იდამ“ (2013) საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის „ოსკარი“ მიიღო, „ცივმა ომმა“ (2018) კი კანის საუკეთესო რეჟისორის ჯილდო და რეჟისურისთვის „ოსკარის“ ნომინაცია მოუტანა. „სამშობლოს“ პრემიერა 2026 წელს კანის კონკურსში შედგა, სადაც პავლიკოვსკიმ კვლავ საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მიიღო. მისი ფილმები ცნობილია მკაცრი ვიზუალური სტილით და იდენტობის, მეხსიერების, ისტორიის, სიყვარულისა და სამშობლოდან მოწყვეტის თემების კვლევით.
ავტორები
- რეჟისორი
- პაველ პავლიკოვსკი
- სცენარი
- პაველ პავლიკოვსკი, ჰენკ ჰანდლოეგტენი
- ოპერატორი
- ლუკაშ ჟალი
- მონტაჟი
- პაველ პავლიკოვსკი, პიოტრ ვუიჩიკი
- მუსიკა
- მარჩინ მასეცკი
- ხმის დიზაინი
- ლარს გინცელი, ტარნ უილერსი
- მსახიობები
- სანდრა ჰიულერი, ჰანს ციშლერი, აუგუსტ დილი, დევიდ შტრიზოვი, ანა მეიდლი
- პროდიუსერები
- მარიო ჯანანი, ლორენცო მიელი, ევა პუშჩინსკა, ჟანა ტრსემალი, ედვარდ ბერგერი, დიმიტრი რასამი, ლორენცო განგაროსა მარიო ჯანანი, ლორენცო მიელი, ევა პუშჩინსკა, ჟან ტრემსალი, ედვარდ ბერგერი, დიმიტრი რასამი, ლორენცო განგაროსა (MUBI, Our Films, Extreme Emotions, Ni