ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალმა BIAFF 2026 გამარჯვებულები გამოავლინა
ბათუმში მეოცე საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალის საზეიმოდ დაიხურა. ბათუმის დარამატულ თეატრში გამართულ ცერემონიას კინოინდუსტრიის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ფესტივალზე დაჯილდოვდნენ: პოლონელი რეჟისორი, ევროპის კინოაკადემიის ყოფილი პრეზიდენტი აგნეშკა ჰოლანდი, მსოფლიოში ცნობილი პროდიუსერი მაიკ დაუნი და ლეგენდარული ქართველი რეჟისორი თემურ ბაბლუანი.