ქათამი

ქათამი

რეჟისორი

დიორდ პალფი

გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი 2025 96 წუთი

ნახე ჩვენებები
ქათამი

სინოფსისი

ქათამი სამრეწველო მეფრინველეობის ფერმიდან გარბის და საბერძნეთის სანაპიროზე მდებარე, დანგრევის პირას მისული რესტორნის ეზოს აფარებს თავს. სანამ უსაფრთხო ადგილს ეძებს, მეწყვილეს პოულობს და კვერცხების რესტორნის ხარბი პატრონისგან დაცვას ცდილობს, თანდათან იკვეთება მის გარშემო მყოფი ადამიანების ცხოვრება. ქურდობა, კონტრაბანდა, მიგრაცია და ყოველდღიური კომპრომისები ფონად იშლება, მტკიცე ხასიათის ფრინველი კი ოჯახის შექმნისა და დაცვის უბრალო ინსტინქტს მიჰყვება. ბუმბულიანი გმირის უჩვეულო თვალთახედვით მოთხრობილი ფილმი დედობაზე, გადარჩენაზე, ძალაუფლებასა და ადამიანების ხშირად ქაოსურ ქცევაზე ტრაგიკომიკურ დაფიქრებად იქცევა.

დიორდ პალფი

დიორდ პალფი უნგრელი რეჟისორი და სცენარისტია. დაიბადა ბუდაპეშტში, 1974 წელს. სადებიუტო სრულმეტრაჟიანმა ფილმმა „ჰუკლე“ (2002) იგი თანამედროვე უნგრული კინოს ერთ-ერთ ყველაზე თვითმყოფად ავტორად წარმოაჩინა. მას მოჰყვა საერთაშორისო აღიარების მქონე „ტაქსიდერმია“ (2006). ორივე ფილმი უნგრეთმა საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის „ოსკარზე“ წარადგინა. მისი სხვა ნამუშევრებია „საბოლოო მონტაჟი: ქალბატონებო და ბატონებო“ (2012), „თავისუფალი ვარდნა“ (2014), „მისი ბატონის ხმა“ (2018) და „მარადისობა“ (2021). პალფი ცნობილია ვიზუალურად გამომგონებლური, არატრადიციული თხრობით, რომელიც ხშირად რეალიზმს, სიურეალიზმსა და შავ იუმორს შორის მოძრაობს.

ავტორები

რეჟისორი
დიორდ პალფი
სცენარი
დიორდ პალფი, ჟოფია რუტკაი
ოპერატორი
გიორგოს კარველასი
მონტაჟი
რეკა ლემჰენი
მუსიკა
საბოლჩ სეკე
ხმის დიზაინი
მარინოს ათანასოპულოსი, ერიკ მიშიევი, მათიას შვაბი
მსახიობები
იანის კოკიასმენოსი, მარია დიაკოპანაიოტუ, არგირის პანდაზარასი, ანტონის კაფეცოპულოსი, ანტონის ციოციოპულოსი, მაჰმუტ ბამერნი, ქრონის ბარბარიანი
პროდიუსერები
თანასის კარათანოსი, მარტინ ჰამპელი, კოსტას ლამბროპულოსი, გიორგოს კირიაკოსი (Pallas Film, View Master Films, Twenty Twenty Vision)

ჩვენებები

მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსი — სხვა ფილმები