21 სექტემბერი 19:30
ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ბილეთის ყიდვა
მთვარე მამაა ჩემი
რეჟისორი
გიორგი ოვაშვილი
საქართველო, ლუსქემბურგი, თურქეთი, ჩეხეთი, გერმანია, ბულგარეთი 2025 100 წუთი
ნახე ჩვენებები
სინოფსისი
საქართველო, 1991 წლის შემოდგომა. თორმეტი წლის თომა ბებიასთან ერთად თბილისში ცხოვრობს და მამას არ იცნობს. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მალევე, მრავალწლიანი პატიმრობის შემდეგ, ნემო ბრუნდება და შვილი საგვარეულო მთის სოფელში მიჰყავს. იქ ხალხს ნემოს მძიმე წარსული არ დავიწყებია. მამა-შვილი ველურ ბუნებაში მიემგზავრება, სადაც ნემო თომას ნადირობასა და გადარჩენას ასწავლის. რთული გზა თანდათან ერთმანეთის გაგების პირველ ნამდვილ შესაძლებლობად იქცევა. ქართული მთების მკაცრი სილამაზის ფონზე თომა შიშს, ერთგულებას, პასუხისმგებლობასა და მამის რთულ მემკვიდრეობას ეჯახება, ბავშვობა კი ზრდასრულობას უთმობს ადგილს.
გალერეა
გიორგი ოვაშვილი
გიორგი ოვაშვილი ქართველი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერია, დაბადებული 1963 წელს. დაამთავრა საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოფაკულტეტი, მოგვიანებით კი ნიუ-იორკის კინოაკადემიაში სწავლობდა. მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის, „გაღმა ნაპირის“ (2009), პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა და ფილმმა 50-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდო მიიღო. მეორე სრულმეტრაჟიანმა „სიმინდის კუნძულმა“ (2014) კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე „ბროლის გლობუსი“ მოიპოვა და საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის „ოსკარის“ მოკლე სიაში მოხვდა. მისი სხვა სრულმეტრაჟიანი ნამუშევრებია „ხიბულა“ (2017) და „მშვენიერი ელენე“ (2022). ოვაშვილის კინო ხშირად ადამიანურ ურთიერთობებს ისტორიის, კონფლიქტისა და იზოლაციის კვალით აღბეჭდილი პეიზაჟების ფონზე იკვლევს.
ავტორები
- რეჟისორი
- გიორგი ოვაშვილი
- სცენარი
- გიორგი ოვაშვილი, რულოფ იან მინებუ
- ოპერატორი
- ქრისტოს კარამანის
- მონტაჟი
- სუნ-მინ კიმი
- მუსიკა
- იოზეფ ბარდანაშვილი, იაკუბ კუდლაჩი
- ხმის დიზაინი
- ივო ჰეგერი, იოჰანეს დობერენცი
- მსახიობები
- გივი ჩუგუაშვილი, ბადრი ტაბატაძე, გიორგი გიგაური, კირა ანდრონიკაშვილი, ოთარ მიქელაძე, მარიამ ჩაგუნავა
- პროდიუსერები
- გიორგი ოვაშვილი, ფაბრიციო მალტეზე, აიკე გორეცკა, ფილიპ ტოდოროვი, კარლა სტოიაკოვა, მესუთ ულუთაში (Wagonnet Films, Joli Rideau Media, 42film, Waterfront, Axman Production, Seven Peas Film)