20 სექტემბერი 18:00
კავეა გრანდ მოლი ბილეთის ყიდვა
მგელი, მელა და ლეოპარდი
რეჟისორი
დავიდ ვერბეკი
ნედერლანდები, ლუქსემბურგი, ირლანდია, ხორვატია, ტაივანი 2026 124 წუთი
ნახე ჩვენებები
სინოფსისი
ახალგაზრდა ქალს, რომელმაც მთელი ცხოვრება მგლებს შორის გაატარა, ტყეში პოულობენ და ლაბორატორიაში მიჰყავთ, სადაც მეცნიერები მის შესწავლასა და კლასიფიცირებას ცდილობენ. ორი რადიკალი გარემოსდამცველი მას ათავისუფლებს: მათ სწამთ, რომ ქალი კაცობრიობის უფრო წმინდა ფორმას განასახიერებს და ეკოლოგიური კატასტროფისკენ მიმავალ სამყაროში შესაძლოა ხსნის სიმბოლოდაც იქცეს. აქტივისტები მას განმარტოებულ ნავთობის პლატფორმაზე მიჰყავთ და საკუთარი რწმენის მიხედვით მის ჩამოყალიბებას ცდილობენ. თუმცა ადამიანურ საზოგადოებასთან, იდეოლოგიასთან, მანიპულაციასა და სურვილთან შეხვედრისას ქალი თანდათან დამოუკიდებელი არჩევანის გაკეთებას სწავლობს. ფილმი ცივილიზაციასა და ბუნებას შორის ზღვარს ეჭვქვეშ აყენებს და სვამს კითხვას: რას ნიშნავს სინამდვილეში ადამიანობა?
გალერეა
დავიდ ვერბეკი
დავიდ ვერბეკი ნიდერლანდელი რეჟისორი და სცენარისტია, დაბადებული 1980 წელს. ნიდერლანდების კინოაკადემიის სარეჟისორო ფაკულტეტის დამთავრებამდე ნიუ-იორკის New School University-ში კინოს, ფოტოგრაფიასა და ფილოსოფიას სწავლობდა. მისი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი „ბიტი“ (2004) როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე შეირჩა, ხოლო „იქ ხარ?“ (2010) კანის „განსაკუთრებული ხედვის“ პროგრამაში აჩვენეს. მისი სხვა ფილმებია „შანხაის ტრანსი“ (2008), „კლუბი ზევსი“ (2011), „სრული კონტაქტი“ (2015) და „მკვდრები და ლამაზები“ (2021). ვერბეკი ხშირად მუშაობს ევროპასა და აზიაში და ქმნის გამორჩეული ვიზუალური ხელწერის ფილმებს იდენტობაზე, გაუცხოებაზე, ტექნოლოგიაზე, ბუნებასა და თანამედროვე ცხოვრების გაურკვევლობებზე.
ავტორები
- რეჟისორი
- დავიდ ვერბეკი
- სცენარი
- დავიდ ვერბეკი
- ოპერატორი
- ფრანკ ვან დენ ედენი
- მონტაჟი
- მატიე ლაკლო, იან-შან ცაი
- მუსიკა
- ჯეი ჩენგი
- ხმის დიზაინი
- გრეგ ვიტორე
- მსახიობები
- ჯესიკა რეინოლდსი, ნიკოლას პინოკი, მარი იუნგი, ლუკას ლიუნგორ ტიონესენი, სან შელა ოუენ დაფი, ნაომი კავასი
- პროდიუსერები
- ერიკ გლეინისი, ლეონტინ პეტი, ჯუდი ტოსელი (Lemming Film, Deal Productions, Feline Films, Nukleus Films, Flash Forward Entertainment)