ფიორდი
რეჟისორი
კრისტიან მუნჯიუ
რუმინეთი, საფრანგეთი, ნორვეგია, შვედეთი, დანია 2026 146 წუთი
სინოფსისი
ღრმად მორწმუნე რუმინელ-ნორვეგიელი წყვილი, მიხაი და ლისბეტ გეორგიუები, ხუთ შვილთან ერთად რუმინეთიდან ნორვეგიული ფიორდის შორეულ სოფელში გადადის. ისინი მალე უახლოვდებიან მეზობელ ჰალბერგების ოჯახს და სრულიად განსხვავებული აღზრდის მიუხედავად, ბავშვები მეგობრდებიან. მყიფე ჰარმონია ირღვევა, როცა გეორგიუების უფროსი ქალიშვილის, ელიას, სხეულზე ჩალურჯებებს აღმოაჩენენ. ჩნდება კითხვები ოჯახში დამკვიდრებული დისციპლინის ტრადიციული მეთოდების შესახებ და მათ პირად ცხოვრებაში სკოლა, მეზობლები, პოლიცია და ბავშვთა დაცვის უწყებები ერთვებიან. მარტივი პასუხებისგან თავის შეკავებით ფილმი იკვლევს შეჯახებას რწმენასა და სეკულარულ საზოგადოებას, მშობლის ავტორიტეტსა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობას, კულტურულ განსხვავებასა და ტოლერანტობის საზღვრებს შორის.
გალერეა
კრისტიან მუნჯიუ
კრისტიან მუნჯიუ რუმინელი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერია. დაიბადა იასიში, 1968 წელს. ინგლისური ლიტერატურის შესწავლისა და მასწავლებლად და ჟურნალისტად მუშაობის შემდეგ კინორეჟისურა ბუქარესტის თეატრისა და კინოს აკადემიაში ისწავლა. მისმა მეორე სრულმეტრაჟიანმა „4 თვე, 3 კვირა და 2 დღე“ (2007) კანში „ოქროს პალმის რტო“ მოიპოვა და რუმინული ახალი ტალღის ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფილმად იქცა. „გორაკებს მიღმა“ (2012) კანში საუკეთესო სცენარისა და საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდოებით აღინიშნა, „გამოსაშვებმა გამოცდებმა“ (2016) კი საუკეთესო რეჟისორის პრიზი მოუტანა. 2026 წელს „ფიორდმა“ მუნჯიუს მეორე „ოქროს პალმის რტო“ მოუტანა. მისი ფილმები ცნობილია მკაცრი რეალიზმითა და მორალურად რთული სიტუაციებით, რომლებშიც სოციალური ინსტიტუტები, პირადი პასუხისმგებლობა და ურთიერთსაწინააღმდეგო ღირებულებები ერთმანეთს ეჯახება.
ავტორები
- რეჟისორი
- კრისტიან მუნჯიუ
- სცენარი
- კრისტიან მუნჯიუ
- ოპერატორი
- ტუდორ ვლადიმირ პანდურუ
- მონტაჟი
- მირჩა ოლტეანუ
- მუსიკა
- კასპარ კო
- ხმის დიზაინი
- კონსტანტინ ფლიანკუ, პიეტუ კორჰონენი, კრისტიან ანდერსენი
- მსახიობები
- სებასტიან სტენი, რენატე რეინსვე, ლიზა კარლეჰედი, ელენ დორიტ პეტერსენი, ლიზა ლოვენ კონგსლი, ჰენრიკე ლუნდ-ოლსენი, ვანესა ჩებანი
- პროდიუსერები
- კრისტიან მუნჯიუ, ტუდორ რეუ, დივეკე ბიორკლი გრავერი, ანდრეა ბერენცენ ოტმარი (Mobra Films, Why Not Productions, Eye Eye Pictures, Snowglobe Film, Aamu Film Company, Filmgate Films)