20 სექტემბერი 20:30
ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ბილეთის ყიდვა
წყალობა
რეჟისორი
პაოლო სორენტინო
იტალია 2025 133 წუთი
ნახე ჩვენებები
სინოფსისი
მარიანო დე სანტისის, პატივცემული კათოლიკე იურისტის, უფლებამოსილების ვადა იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობაზე დასასრულს უახლოვდება. დაქვრივებული კაცი კვლავ ცოლის ხსოვნაზეა ემოციურად მიჯაჭვული და ქალიშვილ დოროტეასთან, თავადაც სამართლის მკვლევართან, ახლო, თუმცა რთული ურთიერთობა აქვს. პრეზიდენტობის მშვიდ ბოლო თვეებში მის მაგიდაზე შეწყალების ორი თხოვნა ხვდება. თითოეული რთულ კითხვებს აჩენს დანაშაულზე, სასჯელზე, თანაგრძნობასა და პასუხისმგებლობაზე და თანდათან მარიანოს პირადი ცხოვრების გადაუჭრელ საკითხებს ებმის. მარტივ მორალურ ჭეშმარიტებებზე დაყრდნობის გარეშე პრეზიდენტმა საკუთარ ეჭვებს უნდა გაუსწოროს თვალი და გადაწყვიტოს, სად მთავრდება კანონი და სად იწყება წყალობის შესაძლებლობა.
გალერეა
პაოლო სორენტინო
პაოლო სორენტინო იტალიელი რეჟისორი, სცენარისტი და მწერალია. დაიბადა ნეაპოლში, 1970 წელს. სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმით „ზედმეტი ადამიანი“ (2001) მსახიობ ტონი სერვილოსთან ხანგრძლივი თანამშრომლობა დაიწყო. საერთაშორისო აღიარება მოუტანა „სიყვარულის შედეგებმა“ (2004) და „დივომ“ (2008), რომელმაც კანში ჟიურის პრიზი მოიპოვა. მისმა 2013 წლის ფილმმა „დიადი სილამაზე“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის „ოსკარი“, „ოქროს გლობუსი“ და BAFTA მიიღო. შემდგომ ნამუშევრებს შორისაა „ახალგაზრდობა“ (2015), სერიალი „ახალგაზრდა პაპი“ (2016), „ღმერთის ხელი“ (2021) და „პართენოპე“ (2024). სორენტინო ცნობილია ვიზუალურად დახვეწილი კინოთი, რომელიც ირონიას, მელანქოლიას, სილამაზეს, პოლიტიკას, სულიერებასა და დაბერებასა და სურვილზე ფიქრს აერთიანებს.
ავტორები
- რეჟისორი
- პაოლო სორენტინო
- სცენარი
- პაოლო სორენტინო
- ოპერატორი
- დარია დანტონიო
- მონტაჟი
- კრისტიანო ტრავალიოლი
- მუსიკა
- ნიკ დონელი
- ხმის დიზაინი
- ემანუელე ჩეჩერე, მირკო პერი
- მსახიობები
- ტონი სერვილო, ანა ფერცეტი, ორლანდო ჩინკვე, მასიმო ვენტურიელო, მილვია მარილიანო, ჯუზეპე გაიანი, ლინდა მესერკლინგერი, ვასკო მირანდოლა
- პროდიუსერები
- ანდრეა სკროზატი, ანამარია მორელი, პაოლო სორენტინო (Fremantle, The Apartment, Numero10, PiperFilm)
ჩვენებები
21 სექტემბერი 22:30
კავეა გრანდ მოლი ბილეთის ყიდვა