ფილიპინიანა

ფილიპინიანა

რეჟისორი

რაფაელ მანუელი

სინგაპური, გაერთიანებული სამეფო, ფილიპინები, საფრანგეთი 2026 101 წუთი

ნახე ჩვენებები
ფილიპინიანა

სინოფსისი

ჩვიდმეტი წლის ისაბელი ფილიპინების სოფლის ჩრდილოეთს ტოვებს და მანილის გარეუბანში მდებარე ექსკლუზიურ კლუბში გოლფის ბურთების დამწყობ გოგონად იწყებს მუშაობას. იდეალურად მოვლილ გაზონებს, შეძლებულ წევრებსა და მათი ყოველი მოთხოვნის შესასრულებლად გაწვრთნილ თანამშრომლებს შორის იგი ამ ჩაკეტილი სამყაროს დაუწერელ წესებს ეცნობა. ისაბელს უცნაურად იზიდავს კლუბის გავლენიანი პრეზიდენტი, დოქტორი პალანკა. მისთვის დაკარგული გოლფის ჯოხის დაბრუნების უბრალო მცდელობა გოგონას სულ უფრო ღრმად მიუძღვება სივრცეებში, რომლებიც მისნაირი მუშაკებისთვის, ჩვეულებრივ, დახურულია. როცა გაპრიალებული ზედაპირი ბზარს იკეთებს, ისაბელი შემაშფოთებელ კავშირებს აღმოაჩენს პრივილეგიას, ძალადობას, თავისი ქვეყნის ისტორიასა და საკუთარ წარსულში დამარხულ საიდუმლოებებს შორის.

რაფაელ მანუელი

რაფაელ მანუელი ფილიპინელი რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი და მემონტაჟეა. დაიბადა მანილაში, 1990 წელს. ლონდონის კინოსკოლაში კინოხელოვნების მაგისტრის ხარისხის მიღებამდე ფილოსოფიასა და ვიზუალურ კომუნიკაციას მანილის ატენეოს უნივერსიტეტში სწავლობდა. მისმა მოკლემეტრაჟიანმა „ფილიპინიანამ“ ბერლინის 70-ე კინოფესტივალზე ჟიურის პრიზი — „ვერცხლის დათვი“ — მოიპოვა. მოგვიანებით, Rolex Arts Initiative-ის ფარგლებში, მისი მენტორი რეჟისორი ჯია ჟანკე გახდა. მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის, „ფილიპინიანას“, პრემიერა 2026 წელს სანდენსზე შედგა, სადაც მსოფლიო კინოს მხატვრული ფილმების სექციაში შემოქმედებითი ხედვისთვის ჟიურის სპეციალური ჯილდო მიიღო.

ავტორები

რეჟისორი
რაფაელ მანუელი
სცენარი
რაფაელ მანუელი
ოპერატორი
ქსენია პატრისია
მონტაჟი
რაფაელ მანუელი
ხმის დიზაინი
ვინსენტ ვილია
მსახიობები
ჯორიბელ აგოტო, კარმენ კასტელიანოსი, ტეროი გუსმანი, კარლიტოს სიგიონ-რეინა, ისაბელ სიკატი, ნურ ჰუშმანდი, ელ ველასკო, ანჯელი ბაიანი, მაიკა მუსი
პროდიუსერები
ჯერემი ჩუა, ალექს პოლუნინი, ბიანკა ბალბუენა, ბრედლი ლიუ, ნადია ტურინცევი, ომარ ელ კადი, რაფაელ მანუელი (Film4, Pōtocol, Ossian International, Epicmedia Productions, Easy Riders Films, Idle Eye)

ჩვენებები

მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსი — სხვა ფილმები