21 სექტემბერი 16:00
კავეა გრანდ მოლი ბილეთის ყიდვა
ბედნიერი ოჯახი
რეჟისორი
იან-ერიკ მაკი
შვეიცარია 2026 121 წუთი
ნახე ჩვენებები
სინოფსისი
ნიკი ორ სამსახურში მუშაობს, თუმცა ორი შვილის სარჩენად საკმარის ფულს მაინც ვერ შოულობს. როცა შემთხვევითი ხანძარი მათ სახლს ანადგურებს, ისედაც მყიფე ცხოვრება ენგრევა და შესაბამისი უწყებები ბავშვებს მინდობით აღმზრდელ ოჯახში ათავსებენ. ნიკი განშორებას არ ეგუება: გარეგნობას იცვლის, ახალ ვინაობას ირგებს და შვილებთან ახლოს დარჩენის ფარულ გზას პოულობს. თუმცა მოტყუების გაგრძელება სულ უფრო რთულდება, სიმართლის გამჟღავნება კი შესაძლოა შვილების სამუდამოდ დაკარგვად დაუჯდეს. ფილმი მიჰყვება დედას, რომელიც სიღარიბემ და შეუბრალებელმა სოციალურმა სისტემამ უკიდურეს ზღვრამდე მიიყვანა, და იკვლევს ღირსებას, ოჯახურ კავშირებს, სასოწარკვეთასა და იმას, თუ რამდენად შორს წავა მშობელი, რათა შვილების ცხოვრების ნაწილად დარჩეს.
გალერეა
იან-ერიკ მაკი
იან-ერიკ მაკი შვეიცარიელი რეჟისორი და სცენარისტია. დაიბადა ტრიულიკონში, 1983 წელს. გრაფიკული დიზაინის შესწავლისა და ამ სფეროში მუშაობის შემდეგ კინორეჟისურა ციურიხის ხელოვნების უნივერსიტეტში ისწავლა. მისმა სამაგისტრო ფილმმა „მექისკენ“ (2017) შვეიცარიის კინოპრიზი და სტუდენტური „ოსკარი“ მოიპოვა და „ოსკარის“ 90-ე დაჯილდოების მოკლე სიაში მოხვდა. მოგვიანებით მაკმა გადაიღო წარმატებული შვეიცარიული სერიალის „უაილდერი“ ეპიზოდები და ისტორიული დრამატული სერიალის „დავოსი 1917“ თანარეჟისორი გახდა. „ბედნიერი ოჯახი“ მისი სრულმეტრაჟიანი დებიუტია. ფილმის პრემიერა 2026 წელს კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალის „ბროლის გლობუსის“ კონკურსში შედგა, სადაც ანა შინცმა საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო მიიღო.
ავტორები
- რეჟისორი
- იან-ერიკ მაკი
- სცენარი
- ანა შინცი, იან-ერიკ მაკი, ნიკიტა აფანასიევი, ევა კინჰოლცი
- ოპერატორი
- იუნუს როი იმერი
- მონტაჟი
- ბენჟამინ ფიუტერი
- მუსიკა
- თომას კურატლი
- ხმის დიზაინი
- ჯინა კელერი
- მსახიობები
- ანა შინცი, მიხაელ ნოიენშვანდერი, იულია იენჩი, ალირეზა ბაირამი, ბეტინა შტუკი, მარტინა აპოსტოლოვა
- პროდიუსერები
- მარტინ იოსი, პეტერ რაიხენბახი (C-FILMS AG, SRF Schweizer Radio und Fernsehen)