დედოფალი ზღვაზე

დედოფალი ზღვაზე

რეჟისორი

ლენს ჰამერი

დიდი ბრიტანეთი, აშშ 2026 121 წუთი

ნახე ჩვენებები
დედოფალი ზღვაზე

სინოფსისი

ამანდასა და მის მამინაცვალ მარტინს განსხვავებული შეხედულებები აქვთ ამანდას ხანდაზმულ დედაზე, ლესლიზე, ზრუნვის შესახებ. შორს წასული დემენცია ლესლის კომუნიკაციისა და გადაწყვეტილების მიღების უნარზე სულ უფრო ძლიერ მოქმედებს. ამანდა ეჭვობს, შეუძლია თუ არა დედას კვლავ განსაზღვროს, რა შედის მის ნამდვილ ინტერესებში; მარტინს კი მიაჩნია, რომ ხანგრძლივი ქორწინება ლესლის სურვილების განსხვავებულად გაგების საშუალებას აძლევს. ექიმების, დაწესებულებებისა და, საბოლოოდ, ხელისუფლების ჩარევის ფონზე, დაცვის მიზნით მიღებული გადაწყვეტილებები ყველასთვის სულ უფრო რთულ შედეგებს იწვევს.

ლენს ჰამერი

ლენს ჰამერი ამერიკელი კინორეჟისორია, რომელიც ლოს-ანჯელესში ცხოვრობს. კინოში მოსვლამდე სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში არქიტექტურას სწავლობდა. მისი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმის, „ბალასტის“ (2008), პრემიერა სანდენსის საკონკურსო პროგრამაში შედგა, სადაც ამერიკული მხატვრული ფილმების სექციაში რეჟისურის ჯილდო მიიღო. მოგვიანებით ფილმი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის კონკურსშიც მონაწილეობდა. მან FIPRESCI-ის ოთხი პრიზი და Independent Spirit-ის ექვსი ნომინაცია მოიპოვა. სრულმეტრაჟიან კინოში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ჰამერი დაბრუნდა მეორე ფილმით „დედოფალი ზღვაზე“, რომელმაც 2026 წლის ბერლინალეზე ჟიურის პრიზი — „ვერცხლის დათვი“ — მიიღო. ანა კოლდერ-მარშალმა და ტომ კორტენიმ კი საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის „ვერცხლის დათვი“ გაინაწილეს. მის კინოს ვიზუალური თავშეკავება, ინტიმური დაკვირვება და ემოციურად თუ მორალურად რთულ ვითარებაში აღმოჩენილი ოჯახებისადმი განსაკუთრებული ყურადღება ახასიათებს.

ავტორები

რეჟისორი
ლენს ჰამერი
სცენარი
ლენს ჰამერი
ოპერატორი
ადოლფო ველოზო
მონტაჟი
ლენს ჰამერი
ხმის დიზაინი
კენტ სპარლინგი
მსახიობები
ჟულიეტ ბინოში, ტომ კორტენი, ანა კოლდერ-მარშალი, ფლორენს ჰანტი, სტივენ კრი
პროდიუსერები
ტრისტან გოლაიგერი, ლენს ჰამერი (The Bureau, Alluvial Film Company)

ჩვენებები

მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსი — სხვა ფილმები