22 სექტემბერი 20:00
კავეა გრანდ მოლი ბილეთის ყიდვა
ისინი, ვინც დაბნელების შემდეგ უსტვენენ
რეჟისორი
ფინარ იორგანჯიოღლუ
ბულგარეთი, გერმანია, თურქეთი 2026 109 წუთი
ნახე ჩვენებები
სინოფსისი
ბუნების ისტორიის მუზეუმიდან ახლახან პენსიაზე გასული მელიჰი უმუშევრო ცხოვრებას ძნელად ეგუება და დის გარდაცვალებას გლოვობს. მისი ცოლი სუზანი, ამბიციური მედდა, რომელიც საკუთარი ცხოვრების მიმართულებით უკმაყოფილოა, თაღლითობის მსხვერპლი გახდა და ამის გამხელას ვერ ბედავს. მათი უმუშევარი ქალიშვილი თოფრაქი, დამწყები მწერალი და ვიდეოთამაშებზე დამოკიდებული ახალგაზრდა, სულ უფრო გაურკვეველი მომავლისგან თავის დაღწევაზე ოცნებობს. მელიჰის უცნაური ზებუნებრივი შეხვედრა მის ჩუმ დეპრესიას ეგზისტენციურ კრიზისად აქცევს. მალე მთელი ოჯახი მიტოვებული ამბიციების, დავიწყებული შესაძლებლობებისა და იმ ცხოვრების აჩრდილებს უპირისპირდება, რომელიც შეიძლებოდა ჰქონოდათ. ასე იქმნება ოჯახური იმედგაცრუებისა და იმედის აბსურდული, შავი იუმორით სავსე პორტრეტი.
გალერეა
ფინარ იორგანჯიოღლუ
ფინარ იორგანჯიოღლუ თურქი სცენარისტი, რეჟისორი და მემონტაჟეა, რომელიც სტამბოლსა და ნიუ-იორკს შორის ცხოვრობს. კოლუმბიის უნივერსიტეტში კინორეჟისურის მაგისტრის ხარისხი მიიღო. მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმები „ლოცვები განთიადზე“ (2014) და „ქალბატონი ნებილეს ჭიის ხვრელი“ (2016) საერთაშორისო ფესტივალებზე აჩვენეს და დააჯილდოეს. იგი Biennale College Cinema-სა და Sarajevo Talents-ის კურსდამთავრებულია და მონაწილეობდა !f Istanbul-ისა და სანდენსის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ სცენარისტთა ლაბორატორიაში. „ისინი, ვინც დაბნელების შემდეგ უსტვენენ“ მისი სრულმეტრაჟიანი სარეჟისორო დებიუტია.
ავტორები
- რეჟისორი
- ფინარ იორგანჯიოღლუ
- სცენარი
- ფინარ იორგანჯიოღლუ, ემრე გიულჯანი
- ოპერატორი
- იონას რაფაელ შნაიდერი
- მონტაჟი
- აირის ალფთექინი, ბარიშ დემირდელენი, ფინარ იორგანჯიოღლუ
- მუსიკა
- ალიჯან ჩამჯი
- ხმის დიზაინი
- სვეტლოსარ გეორგიევი, ალექსანდარ სიმეონოვი
- მსახიობები
- მიუფით ქაიაჯანი, ინჯი სეფა ჯინგიოზი, ჰიულია გიულსენ ირმაქი, ილდა ოზგიურელი
- პროდიუსერები
- ბექირ იუსუფ აჩიქსოზი, ონდერ ფურქან ბეშლი, ზეინეფ ექმექჩი, დილდე მაჰალი, ფინარ იორგანჯიოღლუ (İndibindi Film, Gecekuşu Film, İkinciyeni Film, Rosa Film, Portokal, Marlene Film)