24 სექტემბერი 20:00
ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ბილეთის ყიდვა
გურია
რეჟისორი
ლევან კოღუაშვილი
საქართველო, შვეიცარია, ლუქსემბურგი, ბულგარეთი 2026 118 წუთი
ნახე ჩვენებები
სინოფსისი
ქართულ სოფელში, რომელსაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომი ეკონომიკური კრიზისის კვალი დღემდე ეტყობა, დაქვრივებული მეთხილე ღირსებისა და საარსებო წყაროს შენარჩუნებას ცდილობს. ელექტროენერგიის გათიშვა, სიღარიბე და არასტაბილური ბაზარი ყოველდღიურობის ნაწილად ქცეულა, მაგრამ კაცი ჯიუტად უარს ამბობს მოსავლის უსამართლო ფასად გაყიდვაზე. ამავე დროს, უჩნდება იმედი, რომ ცხოვრება ახლობელი ადამიანისა და სიყვარულის პოვნის კიდევ ერთ შანსს მისცემს. გაჭირვების, იუმორისა და ჩუმი სინაზის მონაცვლეობით „გურია“ მიჰყვება ადამიანს, რომელსაც ორი რამის მიღწევა საკუთარი პირობებით სურს: შრომის ნაყოფის სამართლიანი საფასურისა და ცხოვრების თავიდან დაწყების შესაძლებლობის.
გალერეა
ლევან კოღუაშვილი
ლევან კოღუაშვილი ქართველი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერია. დაიბადა თბილისში, 1973 წელს. კინოხელოვნებას სწავლობდა თბილისში და მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტში, შემდეგ კი დაამთავრა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ტიშის ხელოვნების სკოლა. მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ვალი“ სანდენსზე აჩვენეს, ხოლო სადებიუტო სრულმეტრაჟიანმა „ქუჩის დღეებმა“ საერთაშორისო აღიარება მოუტანა. მას მოჰყვა „შემთხვევითი პაემნები“ და „მეოთხე ბრაიტონი“. ამ უკანასკნელმა ტრაიბეკას კინოფესტივალზე საუკეთესო საერთაშორისო მხატვრული ფილმის, საუკეთესო სცენარისა და საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ჯილდოები მოიპოვა. კოღუაშვილის კინო თავშეკავებულ იუმორს სოციალურ დაკვირვებასთან აერთიანებს და ხშირად ჩვეულებრივ ადამიანებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც ოჯახურ ვალდებულებებს, ეკონომიკურ გაჭირვებას, მარტოობასა და თანამედროვე ქართული ყოფის წინააღმდეგობებს უმკლავდებიან.
ავტორები
- რეჟისორი
- ლევან კოღუაშვილი
- სცენარი
- ბორის ფრუმინი, ლევან კოღუაშვილი, გიორგი კეკელიძე
- ოპერატორი
- გიგი სამსონაძე, გიორგი შველიძე
- მონტაჟი
- პია დიუმონი
- მუსიკა
- გიორგი გორდელაძე
- ხმის დიზაინი
- პატრიკ ბეკერი, ვანო გვარაძე, ოსვალდ შვანდერი
- მსახიობები
- კახაბერ ჭოლაძე, ნათია ნიკოლაიშვილი, ვამეხ ჯანგიძე, დავით ნაცვალაძე, ანამარია ქამლაძე, სერგი ქვილორია
- პროდიუსერები
- ოლენა იერშოვა, ლევან კოღუაშვილი, ბორის ფრუმინი, პასკალ ტრეხსლინი, დონატო როტუნო, სტეფან კიტანოვი, კანათ დოღრამაჯი, ელსა ფერნანდა პირირი (Kino Iberica, Cineworx Filmproduktion, Tarantula Luxembourg, Art Fest, TatoFilm, Maya Film, Staer, Red Sea Fund)