ფილმის შეტანა აკრედიტაცია
რა ჩაიდინე, ზარინა?

რა ჩაიდინე, ზარინა?

რეჟისორი

კამილა საგინტკანი

ყაზახეთი 2025 27 წუთი

რა ჩაიდინე, ზარინა?

სინოფსისი

თხუთმეტი წლის ზარინა აღმოაჩენს, რომ ორსულადაა და სასოწარკვეთილი ცდილობს ორსულობის შეწყვეტას, სანამ ვინმე გაიგებს. საიდუმლოს მხოლოდ უახლოეს მეგობარს ანდობს და გამოსავალს ეძებს, საკუთარ შიშს კი უმალავს ოჯახს, რომელიც, მისი აზრით, ვერასოდეს გაუგებს. ვითარებიდან თავის დაღწევის ყოველი მცდელობა მას უფრო ღრმა იზოლაციაში, სირცხვილსა და დუმილში ითრევს და მოზარდს აიძულებს იტვირთოს გადაწყვეტილებები და შედეგები, რომლებიც მის ასაკს ბევრად აღემატება.

კამილა საგინტკანი

კამილა საგინტკანი ყაზახი რეჟისორი და სცენარისტია ალმათიდან. იურიდიული განათლების მიღების შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში ასზე მეტ კინოპროექტზე რეჟისორის ასისტენტად, პროდიუსერად და სცენარის ზედამხედველად მუშაობდა, შემდეგ კი რეჟისურაში გადავიდა. მისი სადებიუტო მოკლემეტრაჟიანი ფილმი „გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“ სანდენსის ინსტიტუტის Ignite x Adobe პროგრამის მოკლე სიაში მოხვდა და მრავალ საერთაშორისო ფესტივალზე აჩვენეს. მისმა მეორე მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა „რა ჩაიდინე, ზარინა?“ ტურინის კინოფესტივალის მოკლემეტრაჟიან კონკურსში საუკეთესო ფილმის ჯილდო მიიღო.

ავტორები

რეჟისორი
კამილა საგინტკანი
სცენარი
კამილა საგინტკანი
ოპერატორი
აიგულ ნურბულატოვა
მონტაჟი
ალიმჟან შიაპოვი, კამილა საგინტკანი
მუსიკა
RYSO-1694 / სულთანალი კონგირათბაი
ხმის დიზაინი
ალექსანდრ ხიმიჩი
მსახიობები
იენლიკ კოზიკე, ტომირის აგადილოვა, აკჟოლ პრიმბეტოვი, საულე ჟაკსილიკკიზი, ჟუმაგალი მახანოვი, აილინ სულთანგაზინა, ფაიზა ახმეტოვა, სულეიმან სტეპჩენკო, აისულუ კუანგანი
პროდიუსერები
იერკებულან კურიშბაევი, ევგენია მორევა, გრეგორი ბაგაევი, კამილა საგინტკანი (QARA Studios, Eleven Thirty PM, K. Sagyntkan)

მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსი — სხვა ფილმები